ცნობილი ხდება დირკ ბუშლეს მიერ შეჯამებული დოკუმენტი გუშინ ნამახვანჰესის შესახებ მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრის შესახებ, რომელიც მხარეებს დაეგზავნათ.
გთავაზობთ დოკუმენტის ქართულ თარგმანს, საიდანაც ნათელი ხდება, რომ მოლაპარაკების პროცესი წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყოს და ამა თუ იმ პრობლემის განხილვა შესაბამის არგუმენტაციას უნდა ეფუძნებოდეს.
მშენებლობის უპირობოდ შეჩერების მოთხოვნა უარყოფილია, ხოლო პოლიციის ბარიერების აღებას წინ უნდა უძღოდეს პროტესტის მონაწილეების მშვიდობიანი განცხადებები, რომ ისინი აღარ გამოიყენებენ დესტრუქციულ ქმედებას, ძალადობას და გზების ბლოკირებას კომპანიის წინააღმდეგ.
შეთანხმების პუნქტები
პროექტთან დაკავშირებით:
– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაასაჯაროებს ინსპექტირების ანგარიშს მშენებლობის ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით (2 კვირა);
– გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაატარებს მოკვლევას გარემოსდაცვით ნებართვის შესაბამისობასთან დაკავშირებით და გაასაჯაროებს (ორი კვირა );
– ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);
– მწვანე ალტერნატივა მოამზადებს და დაუგზავნის ყველას ტექნიკურ პირობებს კონტრაქტის კომერციული პირობების დამოუკიდებელი განხილვისთვის (პარასკევი);
სიტუაცია რიონის ხეობაში:
– რიონის მცველები გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს სამშენებლო მოედანზე შესასვლელის დაბლოკვის გარეშე;
– პროკურორი განიხილავს და გამოაქვეყნებს დასკვნას დაკავების შემთხვევებზე;
– პოლიცია აიღებს არსებულ ბარიერს და უზრუნველყოფს მთავარ გზაზე დაშვებას (პარასკევს);
– პოლიცია ორგანიზებას გაუწევს და თან გაჰყვება რიონის ხეობის მცველებს სამშენებლო მოედანის მონახულებისას და დაუშვებს დოკუმენტაციას (პარასკევს);
ეროვნული ენერგეტიკული პოლიტიკა:
– ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და დაუგზავნის ყველას საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის თავს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, (ივლისი);
წყარო: primetime.ge
კომენტარები