8 წლის ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდია. ძალადობის მსხვერპლმა მოსწავლემ შემზარავი ამბის შესახებ პირველად სკოლის მანდატურს უამბო, მანდატურმა კი პოლიციას შეატყობინაა.
“პირველებთან” საუბარში, მოზარდის დედა ამბობს:
“ბავშვი კარგად არის ყველაფრით, მაგრამ სხვას ვერაფერს გეტყვით. ფსიქოლოგები არ ყოფილან და არავინ დაინტერესებულა. ჩემი ძმა ხშირად მოდიოდა ხოლმე, არაფერი საეჭვო არ შემიმჩნევია. ექსპერტიზა ჩაუტარდა და არ ვიცი რა დაუდგინდა, – ამბობს ბავშვის დედა.
სკოლის პედაგოგი მედიასთან ამბობს:
“მანდატური ხშირად გამოელაპარაკება, ეთამაშება, ყველანაირად ეფერება ამ ბავშვს, ერთ დღესაც ასეთი ამბავი მოუყვა, ეს იყო 31 იანვარს. მოყვა ასეთი ამბავი და, რა თქმა უნდა მანდატურმა დამიძახა. თქვა, რომ ღამე ასე მოხდა და ბიძამ ასე იმოქმედა. მაშინვე მშობელი გამოვიძახეთ, რადგან მშობლისგანაც ამ ამბის სრული უარყოფა იყო და არ აცნობეს პოლიციას, ჩვენ მაინც არ დავმალეთ ფაქტი და გავამხილეთ.” -ამბობს სკოლის პედაგოგი.
ახლაგაზრდა კაცი, რომელსაც დისშვილის გაუპატიურებას ედავებიან, უკვე დაკავებულია. გორის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
კომენტარები