გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე:
გვიან გავაცნობიერე, რომ მამაჩემის სიცოცხლეში, არასდროს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება, მისი გულისთვის ვინმესთვის აყალმაყალი მომეწყო. მოყოლილი მაქვს ერთი მაგალითი იზა ორჯონიკიძეზე, როცა არ იცოდა, ვისი შვილი ვიყავი და ჩემთან გადაუარა მამაჩემს. მერე, დაზაფრული, მუხლებში ჩამივარდა, არ უთხრაო. ასეც მოვიქეცი. უბრალოდ,არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ ბაჭაჭყანა გამოვვარდნილიყავი და უფროსებთან მეხმალავა. ამდენს კი ვხვდებოდი, რომ ძაან სასაცილო ვიქნებოდი და თან, უჩემოდ გაუმკლავდებოდა როგორმე გურამ შარაძე ორჯონიკიძეებს.
მისი მოსისხლე მტრების შვილები და მე ერთად ვიზრდებოდით, ერთი თაობა ვიყავით და ასე გვიწევდა ჩვენდაუნებურად. არცერთ ასაკში არ მახსოვს, რომელიმეს, ან მათ, ან მე, ერთმანეთისთვის ზედმეტი გვეკადრებინოს და საერთოდ, რამე შეგვემჩნიოს. ის კი არა, კარგის მეტი არაფერი მომხდარა. ეს გაუცნობიერებლად ხდებოდა, გულწრფელები ვიყავით ყველანი. მათ მშობლებს გურამ შარაძე სძულდათ , თორემ გოიმები კი არ იყვნენ, შვილები კულტურულები გაზარდეს. ახლაც რომ გადავეყაროთ სადმე, კაი გამარჯობის მეტს არაფერს ვიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ გავიზარდეთ, ბევრი რამ მოხდა და ახლა უკვე ჩვენ ვართ მოსისხლე „ბანაკებში“. 50 წელს გადავცდით და ამ საგიჟეთში, არ გამოვრიცხავ, აწი რამეზე შევასკდეთ, მაგრამ ძირითადად, ასეა.
მშობლებო! გავიგე, რომ გააფრინეთ და მერკანტილური მიზნებით, ყველაფერს მოაწერეთ ხელი, მაგრამ შვილები არ გეცოდებათ? რომ აიფარეთ წინ და უკან ჯავშანივით, ჩაბმული გყავთ თქვენს ანგარებიან პროპაგანდაში და ლაიქს და კომენტარს ვერ მოასწრებ, უხერხულობას არ გიქმნით? რას ერჩით, რა ხასიათს უძერწავთ, დაფიქრებულხართ?
უკუღმართ დროებაში ვცხოვრობთ, ყველაფერი უკუღმაა – ადრე მშობლები ზედ ეფარებოდნენ ბავშვებს, ახლა პირიქითაა; დაბადებით ლიბერალს, ბუნებრივად რომ ასეთი გაჩნდა – ფაშისტი ჰქვია, ფაშისტს – დემოკრატი, ლამაზს – მახინჯი, გოიმი სვეტობს, კულტურული და დახვეწილი – ქაჯადაა გამოცხადებული.
იმედია, მალე წაღმა წავა ყველაფერი!“
კომენტარები