დღეს, ბორჯომში, ბოლო ზარის შემდეგ, ავარიას 17 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლიტიკოსი შალვა ობგაიძე აქვეყნებს თავის 3 წლის წინანდელ კომენტარს, როცა, 2019 წელს, კიდევ სამი 17–18 წლის ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა შინდისში ავარიას და წერს:
“მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია”
ეს 3 წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუა…
სამწუხაროდ, მაშინაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა მშობლის მიერ ნაყიდ ავტომობილს…
დღესაც, სკოლის დამამთავრებელ ბოლო ზარზე ბორჯომში კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო მშობლების მიერ შეძენილმა ავტომობილმა.
მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას.”
კომენტარები