„თარო გამოვყავი და გამოვფინე სიგელები, მოვიდა ნახა, აალაგა ყველაფერი და მარტო ერთი სიგელი დატოვა, საუკეთესო მამის სიგელი, რომელიც ბაღში გადასცეს. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ესააო“, – ამის შესახებ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ცოლმა ნატა ქიტესაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ეს ჩემი მეუღლის ის არასრული მედლები და სამადლობელი წერილებია, რაც დამალული არ აქვს… მოიტანდა სახლში და ისე შემოდებდა ზემო თაროზე ვითომაც არაფერი, არადა როგორ არაფერი?! თარო გამოვყავი და გამოვფინე ერთხელაც… მოვიდა ნახა, აალაგა ყველაფერი და მარტო ერთი სიგელი დატოვა, საუკეთესო მამის სიგელი, რომელიც ბაღში გადასცეს. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ესააო, ყველაზე მეტად ამ ჯილდომ გამახარაოცხოვრებაშიო…
მშობლებს შვილს, ყველაზე ძვირფასს, განზრახ როგორ მოუკლავდა?!“, – წერს ნატა ქიტესაშვილი.
ცნობისთვის, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც გუდაურში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.
მერაბ კობიაშვილი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
კომენტარები