ფოტო – მთავარი არხი
საპოლიციო ძალების ფორმებში ჩაცმულმა, ნიღბიანმა ადამიანებმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი ადგილზე მყოფ მოქალაქეების დაშლას ცდილობენ.
შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა. მზადყოფნაში არიან რობოკოპებიც. დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისი. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები მშვიდობიანი შეკრების ფორმებს გასცდნენ.
კომენტარები