პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“თბილისი – მშვიდობის ქალაქი”…
და რა არ მოგწონთ ამ სლოგანში?
მშვიდობით დააღწია თავი ომში გაწვევას ათასობით რუსმა? დააღწია.
მშვიდობით გადმოლახა საქართველოს საზღვარი? გადმოლახა.
მშვიდობით დასახლდა თბილისში უვადო ვადით? დასახლდა.
მშვიდობით და მშვიდად დაარეგისტრირა ბიზნესი და შეიძინა ქონება?
კი, ბატონო.
მშვიდობით გახსნეს ქართულ ბანკებში საბანკო ანგარიშები და ანაბრები?
გახსნეს.
მშვიდობით აითვისეს თბილისში საუკეთესო ადგილები და ახდენენ მათ “კულტურულ” ექსპანსიას?
აითვისეს.
მშვიდობით ითხოვენ ელაპარაკონ მათ ოკუპანტის ენაზე მაღაზიებსა და რესტორნებში?
ითხოვენ.
კი, თბილისი მშვიდობის ქალაქია მათთვის.
ჰოდა, არ არის ეს სლოგანი ჩვენთვის და არავის აინტერესებს მოგვწონს თუ არა.”
კომენტარები