ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.
ფორმულამ გაარკვია, რომ მუმლაძე დაბადებულია 1998 წელს, მუშაობდა შსს-ში, რამდენიმე თვეა რაც სუს-ის ქალაქის სამმართველოს გამომძიებლად გადაიყვანა ლევან ახობაძემ, რომელიც 2022 წლიდან სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
ამასთან, ფორმულას ინფორმაციითვე, ლევან ახობაძე გიორგი მუმლაძის ნათლიაა.
რაც შეეხება მუმლაძის მამას, ზურაბ მუმლაძეს, ის 2017-2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ფორმულას ინფორმაციით, 2018 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, 2020 ან 2021 წელს ზურაბ მუმლაძე გადავიდა სუს-ში.
თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება, სუს-ის თანამშრომელია.
გარდა ამისა, ფორმულას წყაროს ცნობით, სამივე ავტომანქანა, რომელიც კადრებში ჩანს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის.
კომენტარები