საბერძნეთის ციხის თანამშრომლები ქართველმა პატიმარმა გააოგნა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ მსჯავრდებული ციხეში ღვთისმშობლის ხატში დამალული ტელეფონის შეტანას ცდილობდა.
ციხის თანამშრომლებზე დაყრდნობით ბერძნული მედია წერს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსგავსი მეთოდით აკრძალული ნივთის შეტანა უპრეცენდენტოა.
ქართველი პატიმარი, რომელსაც 25 წლიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, კორიდალოს ციხიდან დომოკოს ციხეში გადაჰყავდათ, როდესაც ის ციხის შესასვლელთან მივიდა, ბადრაგებს უთხრა, რომ ძალიან რელიგიური ადამიანი იყო და მუდმივად თან დაჰქონდა ეს კონკრეტული ხატი, სწორედ ამიტომ მისი შეტანის ნებას სთხოვდა.
მიუხედავად დამაჯერებელი საუბრისა, მასზე ეჭვი მიიტანეს და ხატი კარგად შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ ქართველი შიგნით ტელეფონს მალავდა და საკანში შეტანას ამ გზით ცდილობდა.
მას მობილური ტელეფონი მაშინვე ჩამოართვეს და დამატებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე სასჯელს შეიარაღებული ყაჩაღობებისა და ქურდობების ბრალდებით იხდის.
კომენტარები