აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი, რომელიც, ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ტაივანს ეწვია, ტაივანელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ მსოფლიო ავტოკრაიტასა და დემოკრატიას შორის არჩევნის წინაშეა. ამის შესახებ მის განცხადებაში წერია.
“ტაივანში ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი პატივისცემაა ამერიკის ურყევი მხარდაჭერის ტაივანის მტკიცე დემოკრატიის მიმართ”. – აცხადებს პელოსი.
“ტაივანის ხელისუფლებასთან საუბარი ფოკუზირებული იქნება ჩვენი პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის ხელახლა დამტკიცებასა და საერთო ინტერესების წახალისებაზე, მათ შორის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის თავისუფლებისა და გახსნილობის დაწინაურებაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი ადამიანის მიმართ იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ყოფილა, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევნის წინაშეა.”. – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ვიზიტი არ მოდის აშშ-ს ტაივანის მიმართ აქამდე არსებულ პოლიტიკასთან წინააღმდეგობაში და ეფუძნება 1979 წლის ტაივანთან ურთიერთობის აქტს, აშშ-ჩინეთის ერთობლივ კომუნიკესა და ექვს გარანტიას.
კომენტარები