კაცობრიობა “რეალური საფრთხის პერიოდში” შევიდა და კორონავირუსთან ბრძოლის ბევრი წინსვლა ამჟამად “ეროზიიას განიცდის”, – ამის შესახებ ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ბრიფინგზე მისმა გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
“მსოფლიო ახლა რეალური საფრთხის პერიოდში არის. ბევრი მიღწევა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ახლა ეროზიას განიცდის”, – განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, პანდემიის პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსის 200 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. გებრეისუსის თქმით, ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს სოციალური კონტაქტების გაზრდა, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი სფეროს არათანმიმდევრული ზომები, ასევე “არათანაბარი ვაქცინაცია”. მან ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 80%-ზე მეტი “მაღალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში წავიდა”.
გებრეისუსის თქმით, არასწორია, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის მუშაკები “ვაქცინას არ იღებენ”, ხოლო სხვა ქვეყნებში ვაქცინაციას გადიან მოქალაქეები, რომლებსაც სერიოზული ავადმყოფობის საფრთხე არ ემუქრებათ.
”რთულად მიღწეული შედეგები იკარგება, ჯანდაცვის სისტემები გადატვირთულია, რადგან ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი სამკურნალო საშუალებების დეფიციტს ქმნის”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
მან ისევ მოუწოდა ქვეყნებს, სულ მცირე, სექტემბრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზაზე მორატორიუმი გამოაცხადონ, რადგან გამოთავისუფლებული დოზები დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა, რაც სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის სულ მცირე 10%-ის იმუნიზაციას გულისხმობს.
კომენტარები