მსოფლიოს 122 ქვეყნის ლიდერი ითხოვს ოფიციალური პეკინისგან ნება დართოს შესაბამის უწყებებს ჩაატარონ გამოძიება, თუ რა გახდა დაავადების გავრცელების მიზეზი, რომელმაც მსოფლიოში უკვე 4.7 მილიონი ადამიანი დააინფიცირა და 315 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ჯაო ლიჯენი, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი გამოძიების ჩატარება ჯერ ნაადრევი იქნება, რადგან პანდემია არ დასრულებულა.
სწორედ დღეს გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით ვიდეო კონფერენცია, სადაც ქვეყნების პირველი პირები მიმდინარე მდგომარეობას განიხილავენ, აგრეთვე მთავარ საკითხად გამოძიების დაწყებას დააყენებენ, რომელსაც ოფიციალური პეკინი მკვეთრად ეწინააღმდეგება.
ინტერნეტ კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებს შორის წარმოდგენილი იქნება ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია კოვიდ 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შენიღბვასა და მტკიცებულებების დამალვაში ადანაშაულებს.
კომენტარები