ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში, წერს:
„კრიზისმა ყველაფერი გააშიშვლა. დღეს კიდევ უფრო მეტად ცხადია, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური სისტემები და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები რადიკალურად შეიცვლება… იდეოლოგიას დაფუძნებული შეხედულებები, რომელმაც ყალბი მმართველობითი სქემები წარმოქმნა და სახელმწიფოებში სახელმწიფოზე ძლიერი დესტრუქციული არასახელმწიფო გაერთიანებები დაუშვა, სახელმწიფოს სუბტიტუტებად რომ მოგვევლინენ მრავალ სასიცოცხლო სფეროში – დაძლეული იქნება. პირველი, რაც ჩანს – ჩინეთში ცენტრალური დაგეგმვა და ა.შ. ყოფილა?! – არა!!!
ის, რაც შეუმჩნეველი დარჩა (საქართველოში მით უფრო!) აღმოჩნდა, რომ ჩინეთი – ეს არის მუდმივი ექსპერიმენტები ადგილებზე, ადაპტაცია, დაყრდნობილი უკუკავშირზე ქვემოდან ზემოთ (აი, უმთავრესი ბერკეტი… რაც საერთოდ დაივიწყა ამ მექანიზმის შემქმნელმა დასავლეთმა და მით უფრო, არასდროს ჰქონია წარსულში გაჩხერილ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა).
სწორედ ტექნოლოგიურმა პლატფორმებმა და არა ცენტრალური დაგეგმვის აპარატმა შექმნა ყოვლისმომცველი (რასაც მოდურად ”ინკლუზიურს” უწოდებენ) ქსელები! გასაგებია, ეს რა არის?! გასაგებია, ეს რას ნიშნავს 1,5 მლრდ მოსახლეობის ქვეყანაში?!
შეკრა ერთ და მობილურ ქსელებად მთელი ქვეყანა და ქვემოდან მიღებული ინფორმაციით ახდენდე ყველაფერს. (მართვის სისტემის, ინოვაციებისა და ა.შ. გენერირებას), – ქმნიდე არა ზემოდან, არამედ ქვემოდან ინიციატივების საფუძველზე ახალ ბაზრებსა და სამუშაო ადგილებს…
სახელმწიფო რეგულატორები მხოლოდ ეხმარებიან ამ ყველაფერში საკუთარ ხალხს.. კონფიციანურ ფილოსოფიაზე აგებულ აღმოსავლეთ კულტურას გაცილებით ღრმა ხედვა აღმოაჩნდა და უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი მომავლის წინაშე, უნდა ვისწავლოთ ღრმად ჩახედვა მოვლენებში… უახლოეს რამდენიმე წელიწადში – ჩვენს თვალწინ მსოფლიოში აქცენტი გადაინაცვლებს სამკუთხედში: ჩინეთი-ინდოეთი-სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია! ინდოეთი კიდევ – ცალკე საუბრის თემაა… იქაც საოცარი ძვრები მოხდა და ხდება…
შენიშვნა: სამხრეთ კორეა – საოცარი მიღწევების ქვეყანა (ბრწყინვალე რეფორმა განათლებაში, მეცნიერება, საინჟინრო საქმე და ა.შ.) უაღრესად დასავლურად ორიენტირებული ქვეყანაა (არა იდეოლოგიის, არამედ საქმის თვალთახედვით) და… ეს დასავლურობა საოცარი ღრმა და თვითმყოფადი კულტურის ფუძეზე, ამ კულტურის განვითარების საფუძველზე და საერთო პასუხისმგებლობაზეა დაფუძნებული… რაზეა დაფუძნებული საქართველოში დასავლურობა?! ნეო-ბოლშევიკურ იდეოლოგიზირებულ მარაზმზე… სამხრეთ კორეა – მიდგომების თვალსაზრისით საუკეთესო მაგალითია… სულ ესაა ამჯერად!”
კომენტარები