მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2,8 მილიონს გადააჭარბა და 2 812 557 შეადგინა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, COVID 19-მა 197 217 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსის დაძლევა კი 793 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.
ინფიცირების შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაცკორონავირუსის 842 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები