მსოფლიოში COVID19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა სამ მილიონ ასი ათასს გადააჭარბა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღემდე ახალი კორონავირუსი მსოფლიოში 3 116 680 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, COVID19-ისგან 928 712 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსს უკვე 217 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია.
ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში დაიღუპა, დაინფიცირების ყველაზე ბევრი შემთხვევა კი, ესპანეთში დადასტურდა.
კომენტარები