მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 227 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს ცნობას, რომ ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 3,2 მილიონს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 972 000-ზე მეტი ადამიანი.
ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკით, ესპანეთი ლიდერობს.
დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით ესპანეთსა და საფრანგეთს გადაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა აშშ-სა და იტალიის შემდეგ. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რაოდენობამ 26 ათასს გადააჭარბა.
კომენტარები