ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, COVID19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადაცდა. დღემდე ვირუსს 257 277 ადამიანი ემსხვერპლა.
სტატისტიკის თანახმად, იზრდება გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, COVID19-ისგან მსოფლიოში 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები