მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 75 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 18,65 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა ევროპაში დაფიქსირდა, მეორე ადგილს ჩრდილოეთ ამერიკა იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე ლათინური ამერიკაა.
კომენტარები