ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას მსოფლიო მასშტაბით 16 558 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 381 653-ს მიაღწია.
ყველაზე რთული ვითარება კვლავ იტალიაშია, სადაც ვირუსისგან 6 077 ადამიანი გარდაიცავალა, 63 927 კი ინფიცირებულია.
სიკვდილიანობის მხრივ, მეორე ადგილზე ჩინეთია, სადაც პანდემიას 3 277 ადამიანი ემსხვერპლა. რთული ვითარებაა ესპანეთშიც, სადაც ბოლო მონაცემებით, 2 311 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
კომენტარები