ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 175 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 175 342 170 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 786 548 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 438 248 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 599 181 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
კომენტარები