სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. კვლევა მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მსოფლიოში 97 პროცენტიანი ალბათობით – პანდემია დასრულდება 29 მაისს, 99 პროცენტიანი ალბათობით – 15 ივნისს, ხოლო 100 პროცენტიანი ალბათობით 26 ნოემბერს
ამერიკაში – სადაც ამ მომენტისთვის ყველაზე მეტი ინფიცირებულია – პანდემია 97 პროცენტიანი ალბათობით დასრულდება 14 მაისს, 97 პროცენტიანი ალბათობით – 26 მაისს და 100 პროცენტიანი ალბათობით – 4 სექტემბერს.
რაც შეეხება საქართველოს, ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის 28 ივლისს უნდა დასრულდეს.
როგორც ვებგვერდზე წერია, კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა, მცირე ცდომელებას შეიცავდეს. აღწერაში ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
კომენტარები