ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„ნაცების ახალი „ყოჩის“ ლევან ხაბეიშვილის როყიო განცხადებები რევოლუციაზე და ა.შ. სრულად ასახავს იმ განწყობებს რაც არსებობს ნაცმოძრაობის ლიდერებში და ნაცებს გამოყოფილ „პარტიუკებში,“ როგორც მიშა უწოდებდა. ეგაა რომ ხაბესგან განსხვავებით, ჰყოფნით თუნდაც იმის ჭკუა, რომ ამაზე ასე ღიად და გამომწვევად არ ისაუბრონ, და მხოლოდ აქა იქ „ჩაუკრან.“
მთავარი აქ ის გახლავთ, თუ როგორ აღიქვამდა ხაბეს „რევოლუციურ ბოდიალს“ ის ხალხი ვინც ეს მოისმინა და წაიკითხა? აღიქვამდა ცალსახად – რომ თუ ეს შემადგენლობა ხელისუფლებაში დაბრუნდება, გაასმაგებული ძალისხმევით და მასშტაბით გაიმეორებს იმ საძაგლობებს, რასაც იმ „9 წლის“ მანძილზე აკეთებდა დიდი რუდუნებით და ასე გასინჯეთ სიამოვნებითაც. ამის გარანტორები კი იქნებიან მერაბიშვილი და კეზერაშვილი“
კომენტარები