საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, პროფესიული წევრების, მოსამართლის და გენერალური პროკურორის დანიშვნა ევროპაში აპრობირებული მეთოდით უნდა მოხდეს, სადაც კომისია იღებს გადაწყვეტილებს, რომელშიც 3 წევრს ევროკავშირი, 3 წევრს ოპოზიცია, 3 წევრს კი მთავრობა ნიშნავს.
მიხეილ სააკაშვილი:
“მთავარი კითხვა რაც მე მაქვს: როგორ ხდება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება? და ეს უნდა ახლიდან დაკომპლექტდეს, რა თქმა უნდა. როგორ ხდება პროკურატურის დაკომპლექტება და სასამართლოს დაკომპლექტება? არსებობს კარგად გამოციდლი პრაქტიკა უკრაინის, ბალკანეთის ქვეყნების, ევროპის მიერ გაკეთებული, სადაც შერჩევას ახდენს 3 წევრი დანიშნული ევროკავშირის მიერ, 3 დანიშნული მთავრობის მიერ, 3 დანიშნული ოპოზიციის მიერ. ასე უნდა დაინიშნოს საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრები, მოსამართლეები და მთავარი პროკურორი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ე.წ. ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ საქართველოში შეიძლება და უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ესე იგი, უნდა მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, მე მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, რადგან აქამდე მიიყვანეს საქმე და ეს, თავისთავად არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. მაგრამ აქ არის რამდენიმე საკითხი: ჯერ ერთი, დაფიქსირება — ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და 43%. რატო 43%-ზე და არა 50%-ზე, ქართველი ხალხის მინიმუმ ნახევარზე? 50%+1ზე?. მეორე, ვინ დაითვლის, ეს იქნება 43%, 5%, 30%, 70%? ისინი დღევანდელი დოკუმენტით ტოვებენ თამარ ჟვანიას და ტოვებენ მთლიანად ქოცების მიერ კონტროლირებად საარჩევნო კომისიას, რომელიც 3%-ც რომ მიიღოს ქართულმა ოცნებამ, დაუთვლიან 43%+1″
კომენტარები