დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გიორგი ბადრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ივერი მელაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ზოგიერთი ჩემი მეგობარი ახლიდან აღაშფოთა:
შეიძლება ბატონი ივერი არ გამოირჩევა დიდი მჭერმეტყველებით, მაგრამ რაცას ამბობს ესაა: ბერთუბნის მონასტერი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს გადასცა. მელაშვილი კარტოგრაფია და ის ტერიტორიაზე ლაპარაკობს, და არა გარეჯის ისტორიულ კუთვნილებაზე.
რადგან მისი დაბრუნება გვინდა, ქართული მხარე მესამე ათწლეულია მოლაპარაკების გზით ცდილობს საკითხის გადაწყვეტას.
ვისაც არ ესმის – მოლაპარაკების ალტერნატივა ძალის გამოყენებაა.
ასევე მართალია, რომ პოლიტიკოსების სადავო ტერიტორიებზე შეუთანხმებლად შესვლა და რიხიანი განცხადებების კეთება პრობლემას მხოლოდ ამწვავებს და აზერბაიჯანული მხარის მიერ კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას ამცირებს.
მთავარი ფაქტი კი ისაა, რომ არც ივერი მელაშვილს და არც ვინმე სხვას გარეჯის არცერთი გოჯი არავისთვის გადაუცია და მონაკვეთი შეუთანხმებელია.
ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა რეჟიმის მიერ შექმნილი პრობლემის პოლიტიკური კონკურენტებისთვის გადაბრალება, თან საარჩევნო კამპანიის დროს, რაც მოტივზე ნათლად მეტყველებს.
მოგიწოდებთ, უფრო კრიტიკული იყოთ ინფორმაციის მიმართ, რომელსაც იღებთ.
გარეჯი საქართველოა.”
კომენტარები