“ბატონმა დეპმა სასამართლო პროცესზეც არაერთხელ განაცხადა, რომ მისთვის მთავარი რეპუტაციის აღდგენაა და არა ფული”. თქვა ჯონი დეპის ერთ–ერთმა ადვოკატმა.
ადვოკატმა, ბენჯამინ ჩიუმ ივარაუდა, რომ მსახიობმა შესაძლოა ყოფილ ცოლის ფულად კომპენსაციაზე უარი თქვას. ამაზე იურისტმა გადაცემა Good Morning America-ში ილაპარაკა.
შეგახსენებთ, ჯონი დეპსა და ამბერ ჰერდს შორის 11 აპრილს დაწყებული სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰერდის მხარემ დეპს რეპუტაციული ზიანისთვის 15 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ამბერ ჰერდის ადვოკატის, ელეინ ჩარლსონ ბრედჰოფტის თქმით, მის კლიენტი ვერ შეძლებს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდას.
კომენტარები