ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“ამბად გავიგე თსუ-ში რექტორს ცვლიანო. დღეს, როცა პრეზიდენტმა დააჯილდოვა ჩვენი რექტორი, დავრწმუნდი, რომ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არის. ჩვენში ხომ ჯილდოს მერე გათავისუფლებას უნდა ელოდო და იუბილეს გადახდის შემდეგ-სიკვდილს. ისიც გავიგე ახალი რექტორი ჯაბა სამუშია იქნებაო. სტუდენტობის დღიდან აქამდე რამდენიმე რექტორს მოვესწარი უნივერსიტეტში. არასოდეს დამავიწყდება, ნოდარ ამაღლობელთან პირველად რომ მოვხვდი კაბინეტში ჯერ კიდევ სტუდენტი, ფეხზე წამოდგა რექორი. ასე ხვდებოდა ყველას, მერე დრო გავიდა, დაცვით მოსიარულე რექტორიც ვნახე, ისეთიც, სალმის თქმა რომ უჭირდა, ისეთეიც, ხელ-მრუდობას რომ აბრალებდენენ, კარგი მეცნიერი რექტორიც გვყოლია, ისეთიც, მევნიერებასთან ახლოსაც რომ არ ჩაუვლია. ისეთ კი ნამდვილად აღარ გვყოლია, თავი ცოტა უხერხულად რომ ეგრძნო დიდი ივანე ჯავახიშვილის სავარძელში, პატივი რომ დაენახა და პატიჟისგან შეშინებოდა. ჯაბა სამუშიას ჯავახიშვილის მნიშვნელობა სხვისგან არ ესწავლება, ჰოდა მიკვირს , რომ, პატიჟისიგან არც მას ეშინის. მთავარია მიხვდეს რომ უნივერსიტეტში არა იქოცოს და სხვას ვიღა ჩივის?!”
კომენტარები