ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:
“ის დამთხვეული მიშა თუ მართლა ჩამოვიდა, თუ მართლა ააგორა, რაც უნდა, აი, ზუსტად ნაპოლეონის დროინდელი პრესასავით შეიცვლება დღევანდელი ხელისუფლების ელიტისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა უდიდესი ნაწილის განწყობა. ესენი ვის დაემონებიან, მათთვის სულ ერთია. მთავარია, მუცელი ამოიყორონ. მიშასაც დაუგებენ ფიანდაზს, ეს ახვრები.
ფრანგულ გაზეთებში, 1815 წელს, ნაპოლეონის კუნძულ ელბადან გაქცევის მომენტიდან მის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე, ორი კვირის განმავლობაში აქვეყნებდნენ სტატიებს შემდეგი სათაურებით:
“ 9მარტი.დრაკონი თავის ბუნაგიდან გამოძვრა”.
“10 მარტი.კორსიკელი კაციჭამია გადმოვიდა ჯუანის ყურეში”.
“11 მარტი.ვეფხვი კანში ჩავიდა”.
“12 მარტი .ურჩხულმა გრენობილში გაათია ღამე.
“13 მარტი. ტირანმა ლიონი გაიარა’.
“14 მარტი. უზურპატორი დიჯონისაკენ მიემართება.
“18 მარტი .ბონაპარტი დედაქალაქიდან 6 ლიეს დაშორებით იმყოფება.მან შეძლო დასხლტომოდა მდევრებს.
“19 მარტი. ბონაპარტი სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდება მაგრამ ვერასდროს ვერ შემოაღწევს პარიზში.
“20 მარტი. ხვალ ნაპოლეონი ჩვენს ქალაქში იქნება”.
“21 მარტი. იმპერატორი ფონტენებლოში იმყოფება”.
“22 მარტი. მისი საიმპერატორო უდიდებულესობა წუხელ ტეილორში მივიდა, სადაც მისი ერთგული ქვეშევრდომები სიხარულის შეძახილებით და აღტაცებით შეხვდნენ!
25 მარტი. მისი საიმპერატორო და სამეფო ბრწყინვალება, მისსავე ერთგულ პარიზში შემოდის!”
კომენტარები