მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს უსმენენ თუ არა, რადგან მთავარია “უფალი გვისმენს”. მეუფე გრიგოლი გავრცელებულ სუს-ის მასალებს “ფეიკნიუსს” უწოდებს და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში საიდუმლო არაფერია.
“მაინც და მაინც არ მაინტერესებს, მთავარია, უფალი გვისმენს. მორიგი ფეიკნიუსია. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, ისეთი არაფერი საიდუმლო არ არის ჩემ ცხოვრებაში”, – თქვა მეუფე გრიგოლ კაციამ.
მღვდელმთავრები დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, თუმცა უცნობია შეეხებოდა თუ არა საუბარი სწორედ ფარულ მოსმენებს
კომენტარები