საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:
„ამწუთას მოდერნას ვაქცინამ ამერიკის წამლის სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო!
მსოფლიოში ამჟამად არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა – ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები. დანარჩენი კოვიდვაქცინები კვლავ ექსპერიმენტული ვაქცინებია.
რამდენი ხანია, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ იმუშაონ მოდერნას ვაქცინის შემოტანაზე, პასუხად კი ვიღებთ რომ თურმე “ჩინური ვაქცინების ბუსტერი კარგია”.
იქნებ მართლა გეყოთ მოსახლეობის და საკუთარი თავის მოტყუება. ამით ისედაც დაბალ ავტორიტეტს ინადგურებთ. ამოვიდა ყელში.
მიეცით მოქალაქეებს ნამდვილი არჩევანის საშუალება მოდერნას ან ფაიზერის ვაქცინებით და ჩინური ვაქცინების გამოყენება შეაჩერეთ!
ომიკრონმა ყველაფერი შეცვალა, სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ და არა კუს ნაბიჯებით!
გახსოვთ, მე არაერთხელ გითხარით, მე გავიკეთებ მხოლოდ საუკეთესო ვაქცინას, რაც იქნება იმ დროისთვის მსოფლიოში და არ დაგიმალავთ. მე ავიცერი 2 ფაიზერით და ბუსტერი კი გავიკეთე მოდერნათი. ჩემი სიტყვა პირნათლად შევასრულე.
მარტო ვაქცინა არ არის საკმარისი, რომ დავიცვათ თავი კოვიდისგან. ასევე აუცილებლად გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია.”
კომენტარები