ფოტო – მთავარი არხი
კონსერვატიული მოძრაობის წევრების აქციის და ევროკავშირისა და ნატოს დროშებს ქალაქში დაწვის, შემდეგ კი დროშების ნამწვავების და ნაგლეჯების “ქართული ოცნების” ოფისთან მიტანის პარალელურად, “მთავარი არხის” ინფორმაციით, მთავრობა მცხეთაში ქეიფობს, რესტორან მარანი ჰოლში შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის ქორწილს აღნიშნავენ. დახურულ წვეულებას პრემიერი ღარიბაშვილი, მინისტრები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან. მათ უსაფრთხოებას კი ადგილზე სუსი და პოლიცია იცავს.
როგორც ცნობილია, გომელაურს სუფრა 500 ადამიანზე აქვს გაშლილი, ინტერიერის დიზაინზე კი ევროპიდან ჩამოსულმა დიზაინერმა იზრუნა.
შეგახსენებთ, ალთ–ინფოს დაორგანიზებული აქციის წევრები საღამოდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დაკავებას გეგმავენ, რათა ევროინტეგრაციის მომხრეთა ხვალინდელ აქციას ხელი შეუშალონ.
კომენტარები