ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მერე მეტყვიან, ჩასაფრებული ხარო.
შარშან, 3 დოლარიანი “ტამიფლუ” 90–100 ლარად ყიდეს ფარმაკომპანიებმა და გრიპის სეზონის პიკმა რომ გადაიარა, მერე ჩაერია მთავრობა და უფასოდ დაარიგეს ეს წამალი. აი, ამის მერეც ვერ უნდა ისწავლო ჭკუა? იცი, რომ ეს ნაბოზრები, ფარმაკომპანიების შეფები, რაღაცას გაგიჩალიჩებენ, ეგენი ხალხის უბედურებაზე შოულობენ ფულს და მდიდრდებიან. ფაქტიურად, ფორს–მაჟორია ქვეყანაში, მაგრამ ოფიციალურად არ ცხადდება. ადექი რა, მთავრობა რომ ხარ, ეს დედამო@ყნული პირბადეები იყიდე, შემოიტანე და დაარეზერვე, რა, ძნელია? ძვირია თუ დროში ვერ ჩაეტეოდით? კაპიკები ღირს უცხოეთში, შარშან, 31 დეკემბერს ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 თვე გახდება მალე, მთელი ქვეყანა პანიკაში ცხოვრობს. იყიდე, პოლიკლინიკებსა და ამბულატორიებში გაყიდე, ან უფასოდ დაარიგე. ერთ კონკრეტულ სააფთიქო ქსელში გაყიდე და მიეცი იმ კომპანიას რაღაც წილი. 15 თეთრი ღირს? 20 თეთრად გაყიდონ .1 ლარი რა უბედურებაა? და პირბადე 1 ლარი რომ ღირს, რომელ პრევენციაზეა ლაპარაკობ?
ერთსა და იმავე ადგილას მერამდენედ უნდა წაიქცეთ იდიოტებივით?
რასაც კარგად აკეთებთ, ღმერთმა გაგიმარჯოთ! ასეთი მობილიზებული მთავრობა არ მინახავს, ნაღდად ფეხზე დგას ყველა უწყება. მაგრამ ამხელა მთავრობაში, ერთი კაცი როგორ ვერ აღმოჩნდა ისეთი, ეს რომ მოეფიქრებინა და გაეთვალისწინებინა? ან ჯანდაცვის სამინისტროში არავის არ ევალებოდა ამის კონტროლი?”
კომენტარები