პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
“დღეს კიდევ ერთი ქალი მოკლეს ოზურგეთში. მოკლეს იმიტომ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სისტემური ბრძოლა აღარ არის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი.
საქართველოს მთავრობა ქართული ოცნება / Georgian Dream როგორ აპირებთ ევროკავშირის რეკომენდაციების მე-9 პუნქტის (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება) შესრულებას? მართლა გჯერათ მოგვატყუებთ, რომ კანონმდებლობის ცვლილება (რაც თითქმის იდეალურია) და სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების წერა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისთვის საკმარისია?
სად არის პერიოდული ბრიფინგები, სადაც მაღალი თანამდებობის პირები – მინისტრი, მინისტრის მოადგილე, გენერალური პროკურორი, პრემიერი და ა.შ. იტყვიან, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ისევ პრიორიტეტია, რომ ყველა მოძალადე უმკაცრესად დაისჯება !
რატომ არის ყველა აქტორის ერთობლივი ძალებით და უდიდესი შრომით მიღწეული შედეგები შეტოვებული მხოლოდ შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტზე?
რატომ არის გაზრდილი ფემიციდის შემთხვევები და შემცირებული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა ბოლო 2 წლის განმავლობაში მაშინ, როცა ძლივს მივაღწიეთ ფემიციდის კლებას და შემაკავებელი ორდერების ზრდას? ხომ ფაქტია, რომ სტატიატიკაც პოლიტიკის არაეფექტიანობაზე მიუთითებს? და თუ სხვა რამეშია საქმე, რატომ არ გამოდიხართ და არ ესაუბრებით საზოგადოებას?
მაგრამ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხის ქვეშ აყენებთ და ამაზე არ გრძნობთ პასუხისმგებლობას და აბა ერთი და ორი ქალის მოვლელობაზე პასუხისმგებლობის შეგრძნება რა მოსატანია.
იცოდეთ, სანამ მაღალი პოლიტიკური ტრიბუნებიდან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დაბრუნდება, თითოეული ქალის მკვლელობა მანამდე იქნება თქვენი პირდაპირი პასუხისმგებლობა!”
კომენტარები