ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
“უკვე 26-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება, შეიძლება ითქვას, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ჩვენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას – არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიანი მეთვალყურეობას და მაღალკვალიფიციურ მკურნალობას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა კონსილიუმი.
ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია. ეს დაადასტურა სახალხო დამცველმა. სამწუხაროდ, სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა სხვა გზას არ გვთავაზობს და ისინი პირდაპირ წირავენ მიხეილ სააკაშვილს”. – თქვა ენმ-ს წევრმა, სოფო ჯაფარიძემ.
კომენტარები