ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“ჩემი აზრით, მთავრობამ დღეს უარესი შეურაცხყოფა მიაყენა სტუდენტებს.
ახალგაზრდისთვის რა კატასტროფული მომავალი ჩანს ამ გადაწყვეტილების უკან. ემოციურად ისეთი შეგრძნება მოიტანა, აღწერაც კი მიჭირს – დამცირების, ყიდვის მცდელობის, უპერსპექტივობის, ჭაობში ჩატოვების … არარაობად უნდა გაგრძნობინონ თავი სტუდენტს, მოგიგდეს შენივე მშობლების ნაშრომიდან წყალობა, ოღონდ გაჩუმდე და თვალი დახუჭო.”
კომენტარები