საქართველოს მთავრობამ ამჯერად ღორის დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა, თუმცა, მისი მიხედვით, წესი არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 4-ზე ნაკლები ნეზვია.
ღორის დაცვის რეგლამენტი, უფრო მეტად მოკრძალებულია, ვიდრე ხბოს დაცვის.
რეგლამენტს ხელს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს და დადგენილება ამოქმედდება 2028 წლის 1 იანვრიდან.
რეგლამენტის მიხედვით:
ყველა სადგომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) თავისუფალი იატაკის ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია კოლტში შენახული თითოეული მაწოვარა ან გამოსაზრდელი ღორისთვის, გარდა სანეზვე ბურვაკისა (მომსახურების შემდეგ) და ნეზვისა, უნდა იყოს, სულ მცირე:
ცოცხალი წონა (კგ) |
მ2 |
არაუმეტეს 10-ისა |
0,15 |
10-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 20-ისა |
0,20 |
20-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30-ისა |
0,30 |
30-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50-ისა |
0,40 |
50-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 85-ისა |
0,55 |
85-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 110-ისა |
0,65 |
110-ზე მეტი |
1,00 |
ბ) იატაკის საერთო თავისუფალი ფართობი, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და თითოეული ნეზვისთვის, როდესაც სანეზვე ბურვაკი და/ან ნეზვი ინახება კოლტში, უნდა იყოს შესაბამისად, სულ მცირე, 1,64 მ2 და 2,25 მ2. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება ექვს ინდივიდზე ნაკლები რაოდენობის, იატაკის თავისუფალი ფართობი უნდა გაიზარდოს 10%-ით. თუ კოლტში ეს ცხოველები ინახება 40 ან 40 ინდივიდზე მეტი, იატაკის თავისუფალი ფართობი შეიძლება შემცირდეს 10%-ით.
2. იატაკის ზედაპირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და მაკე ნეზვისთვის: ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფართობის ნაწილი, რომელიც უდრის არანაკლებ 0,95 მ2-ს თითოეული სანეზვე ბურვაკისა და არანაკლებ 1,3 მ2-ს თითოეული ნეზვისთვის, უნდა იყოს უწყვეტი (მთლიანი) მყარი იატაკი, რომლის მაქსიმუმ 15% რეზერვირებულია სანიაღვრე ღიობებისთვის;
ბ) თუ ბეტონის ფილებიანი იატაკი გამოიყენება კოლტად შენახული ღორებისთვის:
ბ.ა) ღიობების მაქსიმალური სიგანე უნდა იყოს:
ბ.ა.ა) ძუძუთა გოჭებისთვის − 11 მმ;
ბ.ა.ბ) მაწოვარასთვის −14 მმ;
ბ.ა.გ) გამოსაზრდელი ღორისთვის −18 მმ;
ბ.ა.დ) სანეზვე ბურვაკისთვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 20 მმ;
ბ.ბ) რიკულის/ძელის მინიმალური სიგანე უნდა იყოს:
ბ.ბ.ა) ძუძუთა გოჭისა და მაწოვარასთვის − 50 მმ;
ბ.ბ.ბ) გამოსაზრდელი ღორისათვის, სანეზვე ბურვაკისათვის მომსახურების შემდეგ და ნეზვისთვის − 80 მმ.
3. იმ კონსტრუქციაზე ან ინსტალაციაზე, რომელშიც ნეზვი და სანეზვე ბურვაკი არიან განთავსებული, აკრძალულია მათი მიბმა.
4. ნეზვი და სანეზვე ბურვაკი უნდა ინახებოდეს კოლტად, დაწყებული ოთხი კვირის შემდეგ მომსახურებიდან მშობიარობის მოსალოდნელ დრომდე ერთი კვირით ადრე. ბაკს, სადაც კოლტი ინახება, გვერდები უნდა ჰქონდეს 2,8 მ-ზე მეტი სიგრძის. როდესაც კოლტში ინახება ექვსზე ნაკლები ინდივიდი, ბაკს, სადაც კოლტი ინახება, უნდა ჰქონდეს 2,4 მ-ზე მეტი სიგრძის გვერდები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გაუთვალისწინებლად, სადგომში 10-ზე ნაკლები ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება ინახებოდნენ ინდივიდუალურად იმავე პუნქტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ, ადვილად შემობრუნდნენ თავიანთ ბაკში/ფართში.
6. ამ წესის დანართი №1-ით − „ზოგადი და სპეციფიკური მოთხოვნები ნაწილი I“ განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, ნეზვს და სანეზვე ბურვაკს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა მანიპულირებად მასალაზე, რომელიც, სულ მცირე, შეესაბამება ამავე დანართის შესაბამის მოთხოვნებს.
7. კოლტში შენახული ნეზვისა და სანეზვე ბურვაკის კვება უნდა განხორციელდეს ისეთი სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდისთვის საკმარისი საკვების მოპოვებას მაშინაც კი, როცა კონკურენციაა საკვებისთვის.
8. ყველა მშრალ მაკე ნეზვსა და სანეზვე ბურვაკს, შიმშილის დასაკმაყოფილებლად და ღეჭვის საჭიროების გათვალისწინებით, უნდა მიეცეს საკმარისი რაოდენობით ნაყარი ან ბოჭკოვანი საკვები, ასევე მაღალი ენერგეტიკული საკვები.
9. ღორები, რომლებიც უნდა ინახებოდნენ კოლტებად, განსაკუთრებით აგრესიულები, რომლებსაც თავს დაესხნენ სხვა ღორები ან არიან ავად ან დაშავებულები, შეიძლება, დროებით ინახებოდნენ ინდივიდუალურ ბაკში. ამ შემთხვევაში გამოყენებული ინდივიდუალური ბაკი საშუალებას უნდა აძლევდეს ცხოველს, ადვილად შემობრუნდეს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კონკრეტულ ვეტერინარულ რჩევას.
10. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-4 − მე-6 პუნქტებითა და მე-9 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება ყველა სადგომზე, რომელიც ახლად აშენებულია ან რეკონსტრუქცია განხორციელდა ან გამოყენებულ იქნა პირველად.
11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება სადგომზე, სადაც 10-ზე ნაკლები ნეზვი ინახება.
12. ნეზვისა და სანეზვე ბურვაკისთვის საბელის გამოყენება აკრძალულია.
13. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები გავრცელდება ყველა სადგომზე.
მუხლი 4. გამოსაზრდელი ღორის გამოზრდის პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ ზოგად მოთხოვნებს.
მუხლი 5. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული მოთხოვნები შეიძლება შეიცვალოს მეცნიერული პროგრესის გათვალისწინებით.
მუხლი 6
1. ნებისმიერმა პირმა, რომელიც ასაქმებს ან ჩართავს პირს ღორების მოსავლელად, უნდა უზრუნველყოს, რომ აღნიშნულმა პირმა, რომელიც ზრუნავს ცხოველებზე, მიიღოს ინსტრუქციები და მითითებები ამ წესის მე-3 მუხლისა და დანართი №1-ის შესაბამისი მოთხოვნების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს კეთილდღეობის ასპექტებზე ფოკუსირებული სასწავლო კურსები.
მუხლი 7. სააგენტო ყოველი წლის 31 აგვისტომდე წარუდგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინა წლის წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული ინსპექტირების შესახებ, ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთვის. ანგარიშს თან უნდა ახლდეს შეუსაბამობის ყველაზე სერიოზული დარღვევების ანალიზი და ეროვნული სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან შემცირდეს მათი წარმოშობა მომდევნო წლებისთვის.
მუხლი 8. ქვეყანაში იმპორტის განსახორციელებლად სხვა ქვეყნიდან ჩამოყვანილ ცხოველებს თან უნდა ახლდეთ სერტიფიკატი.
დანართ №1-ის შესაბამისი მოთხოვნების გარდა, გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:
ა) შენობის იმ ნაწილში, სადაც ღორები ინახებიან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული უწყვეტი ხმაურის დონე 86 დბ-მდე. თავიდან უნდა იქნეს აცილებული მუდმივი ან მოულოდნელი ხმაური;
ბ) ღორები უნდა ინახებოდნენ შუქზე არანაკლებ 40 ლუქსის ინტენსივობით, დღეში, სულ მცირე, რვა საათი;
გ) ღორების შესანახი უნდა იყოს აშენებული ისე, რომ ცხოველებს ჰქონდეთ:
გ.ა) ფიზიკური წვდომა დასაწოლზე და იყვნენ თერმულად კომფორტულად, ასევე ადეკვატურად დრენირებულ და სუფთა ადგილზე, რაც საშუალებას აძლევს ყველა ცხოველს, დაწვნენ ერთდროულად;
გ.ბ) დასვენებისა და ნორმალურად ადგომის საშუალება;
გ.გ) სხვა ღორების დანახვის საშუალება; თუმცა, მოსალოდნელ მშობიარობის დრომდე ერთი კვირით ადრე და მშობიარობის დროს, ნეზვი და სანეზვე ბურვაკი შეიძლება, მოცილდნენ კონსპეციფიკურ (იმავე სახეობას მიკუთვნებულ) ორგანიზმთა მხედველობის არეს;
დ) ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიუხედავად, ღორებს უნდა ჰქონდეთ მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მასალაზე (როგორიცაა: ჩალა, თივა, ხე, ნახერხი, სოკოს კომპოსტი, ტორფი ან მათი ნაზავი, რომელიც არ აყენებს ზიანს ცხოველთა ჯანმრთელობას), რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო ძიებისა და მანიპულაციებთან დაკავშირებული აქტივობები;
ე) იატაკი უნდა იყოს გლუვი, მაგრამ არა მოლიპული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ღორების დაზიანება და დაგეგმარებული, აშენებული და შენახული/მოვლილი ისე, რომ არ გამოიწვიოს ღორების დაზიანება ან ტანჯვა. იატაკი უნდა შეესაბამებოდეს ღორების ზომასა და წონას და თუ ქვეშსაგები არ არის, უნდა იყოს მყარი, თანაბარი და ურყევი ზედაპირი;
ვ) ყველა ღორი უნდა იკვებებოდეს დღეში ერთხელ მაინც. სადაც ღორები იკვებებიან კოლტად და არა შეუზღუდავად ან ავტომატური სისტემით, რომელიც ცხოველებს ინდივიდუალურად კვებავს, თითოეულ ღორს უნდა ჰქონდეს წვდომა საკვებზე ერთდროულად, როგორც კოლტის დანარჩენ ღორებს;
ზ) ორ კვირაზე მეტი ასაკის ყველა ღორს უნდა ჰქონდეს მუდმივი წვდომა საკმარისი რაოდენობის მტკნარ წყალზე;
თ) ყველა პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს ჩარევას (რომელიც განხორციელდება თერაპიული ან დიაგნოსტიკური მიზნების გარდა ან ღორების იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით) და იწვევს სხეულის მგრძნობიარე ნაწილის დაზიანებას ან დაკარგვას ან ძვლის სტრუქტურის შეცვლას, აკრძალულია, გარდა შემდეგი პროცედურებისა:
თ.ა) ძუძუთა გოჭის კუთხოვანა კბილების ერთგვაროვანი შემცირება ზედაპირის მოხერხვით/გაპრიალებით ან მოჭრით არაუგვიანეს მისი სიცოცხლის მეშვიდე დღისა, იმ პირობით, რომ მას დარჩება კბილი დაუზიანებელი (ჯანმრთელი) გლუვი ზედაპირით; კერატი მწარმოებლის ეშვი, საჭიროებისას, შეიძლება, შემცირდეს სიგრძეში, სხვა ცხოველების დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო;
თ.ბ) კუდის მთლიანი ან ნაწილობრივი მოშორება;
თ.გ) მამრი ღორის კასტრაცია ქსოვილების მოწყვეტის გარდა სხვა საშუალებებით;
თ.დ) ცხვირის ზარის ტარება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცხოველები ინახებიან მეღორეობის გარე შენახვის სისტემაში და შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.
2. დაუშვებელია კუდის ფიქსაციისა და კუთხოვანა კბილების შემცირების რუტინული განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს მტკიცებულება, რომ დაზიანებები აქვს ნეზვის ძუძუს ან სხვა ღორის ყურებს ან კუდს. ამ პროცედურების ჩატარებამდე უნდა იქნეს მიღებული სხვა ზომები კუდის დაკბენისა და სხვა მანკიერებების თავიდან ასაცილებლად, გარემოსა და კოლტის სიმჭიდროვის გათვალისწინებით. ამ მიზეზით უნდა შეიცვალოს არაადეკვატური გარემო პირობები ან მართვის სისტემები.
3. ამ ნაწილის პირველ და მე-2 პუნქტებში აღწერილი ნებისმიერი პროცედურა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ვეტერინარის ან იმ პირის მიერ, რომელიც კომპეტენტურია ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად და გამოცდილია/ფლობს შესაბამის ტექნიკას შესაბამისი საშუალებების გამოყენებით და იცავს ჰიგიენურ პირობებს. თუ კუდის დამაგრება ან კასტრაცია ხდება სიცოცხლის მეშვიდე დღის შემდეგ, ის უნდა ჩატარდეს მხოლოდ ანესთეზიით და დამატებითი ხანგრძლივი ანალგეზიით ვეტერინარის მიერ.
კომენტარები