საქართველოს მთავრობამ ლატვიას 50 000 დოზა”ასტრაზენეკას” ვაქცინის ჩუქებაზე უარი უთხრა – ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” წევრის, გიორგი კანდელაკი ავრცელებს.
გიორგი კანდელაკი:
“ჩენთვის ცნობილი გახდა, რომ სწორედ მაშინ, როცა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს უარი ეთქვა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტზე, სწორედ 5 ივლისის მოვლენების ფონზე და იმის ფონზე, რომ მთავრობა ღია ალიანსში შევიდა რუსეთთან დაკავშირებულ ექსტრემისტებთან, რომლებმაც 5 ივლისს მოაწყვეს მასობრივი, ორგანიზებული ძალადობა, სწორედ ამ პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა ლატვიას რამდენიმე ათეული ათასი ხარისხიანი ვაქცინის ჩუქებაზე, კერძოდ, საუბარია 50 000 დოზა ასტრაზენეკაზე. გაუგებარია რატომ არ შეიძლებოდა ვაქცინების ეს დოზები მასწავლებლების ასაცრელად გამოეყენებინათ იმისთვის, რომ 15 სექტემბერს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებულიყო. ვაქცინის ჩუქებაზე უარი უპასუხისმგებლო საქციელია.”
კომენტარები