23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ ოჯახს უკვე შეატყობინეს. გოგონას მამა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლულია.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი სამძებრო ღონისძიებებით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ პოლიცია არაეფექტურად მუშაობდა.
“აი ჩვენი მთავრობა, აი ჩვენი პოლიცია. დეზერტირები. მკვლელები დასვეს პოლიციაში. 5 დღეა ვეხვეწები, ხალხო, ბავშვი დავკარგე. მეუბნებიან – ვიყავი. ვითომ დადიან, გაძღებიან სადღაც და მე მეუბნებიან ვიყავითო. ერთ-ერთ სოფელში ვიყავი, სადაც თავად მითხრეს ვიყავიო, მაგრამ ადგილობრივებმა მითხრეს, რომ აქ არავინ ყოფილაო. ზუსტად აქიდან დამებადა ეჭვი”- ამბობს მამა.
მისი თქმით, უცნობია რა დაზიანებები აქვს გარდაცვლილს.
“100%-ით დარწმუნებული ვარ რომ აწამეს და მოკლეს ბავშვი. აქიდან გატყუებით გაიყვანეს. ეს მოდის სამსახურის მხრიდან პირველ რიგში. სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო. მეორე, სხვა ვარიანტიცაა – ვიღაც ბიჭმა მოიტაცა და რაღაც უქნა”
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან ატირებული ბრუნდებოდა
კომენტარები