ბიზნესმენი თემურ ჭყონია ,ეხმაურება ბიზნესსექტორის მოთხოვნას, საქმიანობის განახლების უფლებაზე და აცხადებს, რომ მთავრობა დათმობაზე უნდა წავიდეს და არა, ჯიბრში ჩადგომაზე.
“რეალურად უნდა იყოს საკითხი დალაგებული, სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა პრობლემა აქვს და ყველა პრობლემის მოგვარება არის შესაძლებელი. უფრო დათმობაზე უნდა წავიდნენ, ვიდრე ჯიბრში ჩადგომაზე. ახლა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აქციის მონაწილეები, რომლებსაც მე სოლიდარობას ვუცხადებ, არიან ულტიმატურის რეჟიმში, მთავრობა კი ელოდება, რომ ულტიმატუმის რეჟიმში როგორ აჯობონ ამ თემას, გაჯიქდნენ და არ დათმონ არაფერი და რას თმობენ, რაზეა ჩხუბი? ისე აღიქმება, თითქოს მთავრობას უნდა, არაფერი დათმოს, ამ დროს კი საუბარი ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკაზეა.”
კომენტარები