მუსიკოსი, ნიკოლოზ რაჭველი:
“ვთვლი, რომ სრულიად ვალდებული ვარ და ამავე დროს მთელი გულით მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციფიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს, რომლებიც სიმწრით ითხოვენ შვილების გადასარჩენად სახელმწიფოს დახმარებას! ვაცნობიერებ რა, რომ ჩემი ქვეყნის გადასახადების გადამხდელთა დიდი უმრავლესობა სოლიდარულია მათ მიმართ, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეუძლებელი შეძლოს მათი თხოვნის დასაკმაყოფილებლად!
ჩვენ ვართ ქართველი ერი და თუ მე მაქვს არგუმენტი, რომ უნდა ვიამაყო ამ ერის შვილობით, ერთერთი მნიშვნელოვანი არის სოლიდარობა და თანაგანცდა ყველა გაჭირვებული და პრობლემებით სავსე ადამიანთა (მით უფრო მოზარდთა) მიმართ!
მთავრობავ, გ ა მ ო ფ ხ ი ზ ლ დ ი !!!”
კომენტარები