მადრიდში მიმდინარე NATO-ს სამიტზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს შეხვდა.
ინფორმაციას ამაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები “ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო”.
“ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.” – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები