ჟურნალისტი, ფაქტ–მეტრის მთავარი რედაქტორი, მალხაზ რეხვიაშვილი, მთავრობის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს:
“საქართველოს მთავრობამ, კეთილსინდისიერების ინდექსში მიღწეულ წარმატებებზე პოსტი გამოდო. ჩვენ არ დაგვეზარა, მივხვდით რომ საქმე რაღაცაში იქნებოდა და “ორიგინალში” წავიკითხეთ. სტატიას მალე დაგაწევთ, მანამდე მოკლედ მოგიყვებით რეალობა რაა.”
მალხაზ რეხვიაშვილი ავრცელებს მოკლე ვიდეოს, სადაც ამბობს:
მანიპულირება, ასე აფასებს ფაქტ–მეტრი მთავრობის პოსტს, რომელიც დღეს გამოაქვეყნეს და რომლის მიხედვითაც, მთავრობის კეთილსინდისიერების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 40 ქვეყანას შორისაა და 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა.
რეალურად, ეს მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით გაუარესებულია, არადა მაჩვენებელი გულისხმობს მექრთამეობას, კორუფციის აღქმასა და კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ 2017 წლის მონაცემის გამეორება და ბოლო 3 წელია უკუსვლას განვიცდით. ამასთან, მნიშვნელოვანი დეტალია, მთავრობის კეთილსინდისიერების კვლევა არის ნაწილი კიდევ უფრო დიდი კვლევის, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ და ამ კვლევის მიხედვით, რომელსაც ისინი თავის პოსტში ციტირებენ, ჩვენი მდგომარეობა გაუარესებულია 2012 წელთან შედარებითაც კი.
კომენტარები