სამოქალაქო აქტივისტი, პოეტი გრინ ბარეტი, სოციალურ ქსელში, წერს:
“კაი, არ დავწერ ბატონო, არც კითხვას დავსვამ და არც ფოტო მტკიცებულებას დავდებ, – ფქვილი (ვაკონკრეტებ: ჩვეულებრივი, პირველი ხარისხის პურსაცხობი) 56-დან 63 ლარამდე რატომ ღირს, გახარიამ რომ თქვა მაქსიმუმი 51 ლარიო, – ის მართლა მთავრობის მეთაურმა თქვა თუ ძაღლმა გააკუა მეთქი?.. ჯერ ერთი იმიტიმ არ დავწერ, რომ აღქმა დავდე პოლიტიკაზე და კორონაზე არაფერს დავწერ მეთქი.
მეორეც ერთი, იმიტომ არ დავწერ, – გაიხედეთ ფანჯრებში, გაიარეთ “ოპტავოებთან,” არავის უმალავენ, დიიდი ციფრებით უწერიათ ფასები და რაღა მე ვიყბედო აქ?!
და მესამეც ერთი იმიტომ არ დავწერ, რომ იმ “ოპტავოის” გვერდით საქვეყნოდ აქვთ გამოდებული უაქციზო სიგარეტი და აქციზიანი რომ შვიდი ლარი ღირს, ამას სამად ყიდიან…
და საერთოდ აზრი რომ არა აქვს არაფერს ამ ქვეყანაში, – იმიტომ არ დავწერ, მეოთხეც ერთი… “
კომენტარები