ექსპერტი ეკონომიკის დარგში, დემურ გიორხელიძე:
“სოსო ტყემალაძე ბიზნესმენი ყოფილა და თან რაგბის
კავშირის თავმჯდომარე.
წარმატება მას მის ყველა საქმიანობაში!
მაგრამ
მთავრობის ჭკუა და გონება გამკვირვებია, –
სად ბიზნესმენი და რაგბის კავშირის თავ-რე
და სად მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი!
მთავრობა გაჭედილია საკუთარ პრიმიტიულ და
დილეტანტურ წარმოდგენებში და აზრზე არ არის, –
ბიზნესმენის ცოდნასა და სფეროს და ეკონომიკურ
მეცნიერებას შორის რამხელა სხვაობაა
და
რომ ბიზნესმების “ეკონომიკური რჩევები”, –
ის თუ როგორ წარიმართოს მაკროეკონომიკური
პოლიტიკა ეკონომიკური ციკლის ამა-თუ იმ ეტაპზე:
(ა) საგადასახადო პოლიტიკა,
(ბ) საბიუჯეტო პოლიტიკა,
(გ) ბიუჯეტშორისი ურთიერთობები
და
(დ) ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, –
ისეთივე უსარგებლო და პროფანული იყო და არის,
როგორც ყოველთვის.
იმიტომ ბოდავს მთავრობა “ლიბერალურ ეკონომიკაზე” და
იმ ეკონომიკურ წარმოდგენებზე, რომლებიც დიდი ხანია
სანაგვეზეა გადაყრილი და ეს რომ ასეა, ეტყობა
კიდეც საქართველოს ეკონომიკას:
თურმე, ეკნომიკა ვითარდება ორნიშნა ტემპებით და
ამ “ბაღნარიდან” ხალხი უცხოეთში გარბის, რადგან
ვერ აუტანია საამური და უზრუნველი ყოფა.
ე.ი. ბიზნესმენი ეკონომიკური მრჩეველი და
კიდევ “ეკონომიკური საბჭო”, ხომ, ანალოგიური?
კიდევ კარგად ვართ!
თუმცა,
უპასუხისმგებლო ხალხის ქვეყანა უკეთესად
ვერასდროს იქნება!
p.s.
შენ დაუკარ, ბიჭო გოგი!
მიდი – მოვდივარ! “
კომენტარები