გაუჩინარებიდან მესამე დღეს, ახალციხეში დაკარგული 17 წლის ბიჭი სამართალდამცველებმა 10 იანვარს, ნათენაძის ქუჩაზე იპოვეს. არასრულწლოვანი კლინიკაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
პედიატრი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
„როგორც თვითონ ამბობს, მთელი ღამე უვლია, რადგან არ ეძინებოდა. ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ღამე არ გაიყინა. ველოდებით ფსიქიატრს და მისი დასკვნის მიხედვით გადავწყვეტთ სად შეიძლება მისი გაშვება – სახლში თუ სამკურნალო დაწესებულებაში. როგორც აღმოჩნდა, მისთვის ეს სახლიდან გაქცევის პირველი მცდელობა არ არის”, – ამბობს მკურნალი ექიმი.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის შშმ პირი, რომელიც ახალციხეში მინდობით აღზრდაში იმყოფება, 8 იანვარს დაიკარა. იგი მეურვესთან ერთად ქალაქის ცენტრალურ პარკთან იმყოფებოდა და მოულოდნელად გაურკეველი მიმართულებით წავიდა.
კომენტარები