ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
მთელი ოპოზიციური სპექტრი ამბობს სიცრუეს, როდესაც აცხადებენ, რომ ხალხს სურს ცვლილება.
ცვლილება, როგორც წესი, ისეც ნაკლებად მოთხოვნადია უმრავლესგან, მით უმეტეს ჩვენთან.ჩვენთან, სავარაუდოდ, ცვლილება კი არ სურს ამომრჩეველს ბაბლს მიღმა, არამედ სურს გაუმჯობესება.შესაბამისად, რადიკალური პირობების და პოლიტიკური კონცეფციების წარდგენა, როგორც მიმზიდველი პროდუქტისა, სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და უსარგებლოა, მით უმეტეს, ე.წ. შუაშისტების ხმებისათვის ბრძოლაში, რომლებიც სინამდვილეში შუაშისტები კი არა, ყველას მოწინააღმდეგეები არიან.პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი გაუმჯობესების უნარსა და მენტალურ მზაობაში, ყველა სხვა სტრატეგია, სინამდვილეში, წამგებიანია.
რატომ არაა ცვლილება მოთხოვნადი? – ეს ცალკე თემაა, მრავალპლასტიანი, როგორც ისტორიულ-კულტურული, ასევე მენტალური და გამოცდილებითი ფაქტორებით განპირობებული.
კომენტარები