მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“საერთოდ ვფირქობ, რომ მთელი ქართული მედია უნდა შეთანხმდეს და იაკობს ინტერვიუ აღარასდროს ჩამოართვან!!!
“როდესაც გინდა, რომ უწინამძღვრო ხალხს, სიმშვიდე უნდა გქონდესო”- “მეუფე” იაკობი ამბობს ექიმებზე!!!
იაკობი სიმშვიდეზეეე ხალხოო…
მღვდელმსახური, რომელიც ექიმებს ებრძვის, ებრძვის – ნებისმიერ ადამიანს! ებრძვის მეცნიერებას და საერთოდ ბნელეთს ქადაგებს!
იესო არ ებრძოდა ადამიანებს, სიკეთეს და განვითარებას ქადაგებდა.. საკუთარი სისხლი იმისთვის არ დაუღვრია რომ იაკობისნაირებმა იქადაგონ მისი სარწმუნოება!!! ამ კაცს უნდა ჩამოერთვას ეპისკოპოსის საქმიანობის უფლება! 14 წლიდან ეკლესიის მგალობელი და მრევლი ვარ, იმისთვის არ მიყვარს ეკლესია, რომ ამისთანა ბნელეთმა ტელევიზორიდან და ამბიონიდან დამაშინოს ღმერთით! ღმერთი სიბნელე და ძალადობა არ არის! სიყვარულია და ზრუნვაა!”
კომენტარები