ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე:
,,მთელს საქართველოს ენტეროვირუსი აქვს. ბავშვები, დიდები – საშინლად მოდებულია. უმძიმესი ვირუსია, მესამე დღეა წონასწორობა დავკარგე სიარულისას.
რა ხდება, ერთი განცხადება მაინც გაავრცელოს ჯანდაცვის სამინისტრომ.
რატომ იწამლება დასასველებლად წასული ხალხი ასე სასტიკად და შემდეგ, ეს ვირუსი კატასტროფულად ვრცელდება მთელს ქალაქში.
როგორ დავიცვათ ბავშვები, სასწრაფო დახმარებით რომ გადაჰყავთ საავადმყოფოებში?
მილიონი კორპუსი ჩადგეს ბათუმში მოუწერიგებელი საკანალიზაციო სისტემით;
დაავადებათა კონტროლოს ცენტრს მთავარი ფუნქცია გამოაცალეს, სულ არ აინტერესებთ ამ სიცხეში ავადმყოფი ბავშვები;
მთავარია, ივანიშვილი ზის მინის კოლბაში..”
კომენტარები