ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია, სოციალურ ქსელში, წერს:
‘ხვალ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩია. ჩვენს გუნდს შანსი აქვს, ევროპის ჩემპიონატზე ქართული ჰიმნი ააჟღეროს.
ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მაყურებელი თამაშს ვერ ესწრება. შეხვედრა 20:00 საათზე იყწება და სწორედ ამ დროს, მთელი საქართველო გამოვიდეთ გარეთ, საკუთარ აივანზე, ეზოში, სკვერში… და მქუხარე ტაშით გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები!
დარწმუნებული ვარ, ეს ხმა ბიჭების გულამდე და მიზნამდე მიაღწევს.
გავაზიაროთ, რომ ოვაცია გრანდიოზული იყოს.
კომენტარები