კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური:
“______უმადურობა______
ბიბლიაში გვაქვს ერთი ასეთი შემთხვევა. ცხოვრობდა ერთი წესიერი, ღვთისმოშიში და მდიდარი კაცი იობი, ჰყავდა ათი შვილი, 7 ათასი ცხვარი, 3 ათასი აქლემი, 500 უღელი ხარი და 500 ვირი და შესაბამისად უამრავი მსახური.
ერთ დღეს მასზე დაეშვა განსაცდელი, ხარები წაასხეს ყაჩაღებმა და მომლელები დახოცოს, მეორე ადგილას ცეცლხმა დაწვა ყველა ცხვარი და მსახური, აქლემებიც წაიყვანეს და იქაც დახოცეს ხალხი, გაღარიბდა, შვილებს ჭერი დაეცათ და ათივე დაეხოცა, კეთრი შეხვდა, ზეზეულად იშლებოდა. და იცით რა თქვა ამხელა უბედურებაზე იობმა: “უკეთუ კეთილი იგი მივიღეთ ხელისაგან უფლისა, ბოროტი ესე ვერ მოვითმინოთა?”.
ესე უნდა უდგებოდეს ადამიანი ღვთისგან, მშობლისგან, მეუღლისგან, მოძღვრისგან, სამსახურში უფროსისგან, მეგობრისგან მოსულ პრობლემას თუ წყენას, თუკი მათგან სიკეთე, გვერდში დგომა, სიყვარულული მიგიღია და დაფრინავდი, განსაცდელს, წყენას რატომ აღარ იღებ, თუ უმადური უსულო არ ხარ? ჩაიარა იმ ყველაფერმა? ღმერთი ხელს მოუმართავს კაცს, საუკეთესო მანქანას იყიდის, დისკი გაუტყდება და იფურთხება, ჩემი ბედის ესე და ისე. რა იყო შვილო რა გაგიჟებს, წადი იყიდე ის ერთი დისკი. მთელი ცხოვრება შვილისთვის ჯვარცული დედა, ერთხელ ტელეფონს ვერ უყიდის და “რა გაგიკეთებია ქალო”. სახედარი.
განსაცდელი კიდევ რატო მოდის? წმინდა ზოსიმე პალესტინელს უწერია-მოაცალე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმინდაო, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. სად მიენიჭათ წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? სადაც დახოცეს. სად ებოძა წმინდა სტეფანეს ესოდენი დიდება? სადაც ქვებით ჩაქოლეს. თუ ცხონება გინდათ, სულ ჩატკბობას რაღატო ეძებთ? სულ ჩამტკბრები დედამიწაზე ვინც არიან, ეგ არის მაგათი ნუგეში, რომ გარდაიცვლებიან მერე სულ უნდა იტანჯონ, ეს გინდათ?”
კომენტარები