მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
„ევროპულ საჭადრაკო დაფაზე დაუბრკოლებლად მეფობს გრძელი ანტიციკლონური ხიდი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აუზიდან ჩვენზეც კი ახდენდა გავლენას. თუმცა უახლოეს დღეებში ანტიციკლონის შესუსტება ღია დერეფანს დატოვებს ცივი ჰაერის ნაკადების წარმოქმნისთვის, რაც თანდათანობით დააბრუნებს ვერცხლისწყლის სვეტებს ნოემბრის დასაწყისისთვის უფრო შესაფერის მნიშვნელობამდე.
ცივი ჰაერის მასების გავრცელება საქართველოში იწყება რომელიც ამინდს შეცვლის მთელს ქვეყანაში.4 ნოემბერს, ნალექი შემცირდება და დღის საათებში ხანმოკლედ გამოიდარებს, ქარი ჩადგება.5 ნოემბერს კი მთელს ქვეყანაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, დასავლეთში ზოგან ძლიერი ნალექი, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმული პირობების შექმნა.
კომენტარები